საფეხბურთო ტაიმაუტი | კახა კაჭარავა - ლუქსემბურგი დაუმარცხებელი არაა, მაგრამ ფრთხილად უნდა ვიყოთ #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | კახა კაჭარავა - ლუქსემბურგი დაუმარცხებელი არაა, მაგრამ ფრთხილად უნდა ვიყოთ #1TVSPORT

ევრო 2024-ის პლეი ოფში საქართველოსა და ლუქსემბურგის ნაკრებების მოახლოებულ მატჩზე პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ვეტერანმა ფეხბურთელმა და მოქმედმა მწვრთნელმა, კახა კაჭარავამ ისაუბრა.

„ლუქსემბურგი საფეხბურთო ქვეყანა არაა და შედეგებსაც ბოლო წლებში მიაღწია. ვერ ვიტყვი, რომ მოგება არ შეიძლება, მაგრამ მობილიზებაა საჭირო. ბევრი ნატურალიზებული მოთამაშე ჰყავთ, ისინი ცნობილ გუნდებში თამაშობენ, ჯგუფში 17 ქულა აიღეს და მათთან ფრთხილად უნდა ვიყოთ.

დიდი იმედი მაქვს, რომ ფეხბურთელებს ყველაფერი კარგად აქვთ გააზრებული. დაუმარცხებელი გუნდი არაა და ჩვენ გვაქვს იმის პოტენციალი, პლეი ოფის პირველი ეტაპი გადავლახოთ“, – განაცხადა კაჭარავამ.