საფეხბურთო ტაიმაუტი I კახა ცხადაძე - შევცდი, „კასპიიში“ არ უნდა წავსულიყავი #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი I კახა ცხადაძე - შევცდი, „კასპიიში“ არ უნდა წავსულიყავი #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტის“ სტუმარმა, კახა ცხადაძემ „კასპიიდან“ წამოსვლის შესახებ ისაუბრა და ყაზახეთში გადასვლას შეცდომა უწოდა.

„ისეთი დაპირებები იყო, ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევდა. ადამიანს სიტყვას რომ ეტყვი და ხელს ჩამოართმევ, უნდა შეასრულო. ჩვენ ჯერ კონტრაქტზე ხელი მოწერილი არ გვქონდა, მაგრამ სიტყვიერად შევთანხმდით დეტალებზე.

ამ დროს მომივიდა გამზადებული კონტრაქტი გუნდიდან, რომელიც კონფერენს ლიგის 1/16-ფინალში თამაშობდა („შერიფი“). ეს ისეთი შანსი იყო, რომელიც შეიძლება მეორედ აღარ გვქონდეს, მაგრამ სიტყვა ვერ გავტეხეთ და მაინც ყაზახეთში წავედი.

ორი თვის განმავლობაში ფეხბურთელების სიმცირის გამო ტაქტიკური ვარჯიში ვერ ჩავატარეთ. ვინც ფეხბურთში ერკვევა, კარგად იცის, ეს რას ნიშნავს. პირველ შეკრებაზე 37 ფეხბურთელი მოიყვანეს და ყველა გავუშვით.

გული მწყდება, გვქონდა შანსი, გვემუშავა ამბიციურ გუნდში, რომელიც სულ ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობს. გამოჩნდა, რომ შეცდომა დავუშვით.

ეს კარგი გაკვეთილია. ასეთ გუნდში არ უნდა წახვიდე, მიუხედავად დაპირებებისა. ჯერ არ ვიცი სად ვიმუშავებ, ახალი არაფერია“, – განაცხადა კახა ცხადაძემ.