საფეხბურთო ტაიმაუტი | ანზორ კიღურაძე – ბიჭებს ვეუბნებოდი, მოდით, ჯერ საკუთარ თავს დაუმტკიცეთ, რომ თქვენი ადგილი ეროვნულ ლიგაშია #1TVSPORT
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ „სპაერის“ მთავარმა მწვრთნელმა, ანზორ კიღურაძემ ეროვნული ლიგაში სადებიუტო თამაშებზე ისაუბრა.
„ჩვენ და ტყიბულის „მეშახტე“ რესურსით და ბოლო პერიოდის ისტორიით ერთმანეთს ვგავართ. მოვახერხეთ და დაბალი საფეხურიდან ეროვნულ ლიგაში გადავედით. ლადო ბურდულმა უდიდესი სამუშაო გასწია და დღეს ორივე ეროვნულ ლიგაში ვართ.
ბიჭებს ვეუბნებოდი, მოდით, ჯერ საკუთარ თავს დაუმტკიცეთ, რომ თქვენი ადგილი ეროვნულ ლიგაშია-მეთქი. დღეს ვთამაშობთ უკეთეს მინდვრებზე, უკეთესი გუნდების წინააღმდეგ და ვვითარდებით.
ძალიან რთული ჩემპიონატი გველოდება. ჯერ სამი ტური გაიმართა და ჩვენთვის კარგად დაიწყო, აქედან დასკვნების გამოტანა ძალიან ნაადრევია. მაგრამ ვფიქრობ, რომ ეროვნულ ლიგაში წელს დაწინაურებულმა სამივე გუნდმა – „სპაერმა“, „რუსთავმა“ და „მეშახტემ“ – ჩემპიონატს თავისი ხიბლი შესძინა“.