საფეხბურთო ტაიმაუტი | ანდრეი დემჩენკო - საქართველოს ნაკრები ნაწილობრივ მაინც უნდა გაახალგაზრდავდეს #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | ანდრეი დემჩენკო - საქართველოს ნაკრები ნაწილობრივ მაინც უნდა გაახალგაზრდავდეს #1TVSPORT

ბათუმის „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეი დემჩენკომ პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ საქართველოს ნაკრებზე ისაუბრა და ღიად დააფიქსირა აზრი, რომ გუნდს გაახალგაზრდავება სჭირდება.

„საქართველოს ნაკრებს ბოლო თამაშებში ჩავარდნებიც ჰქონდა, მაგალითად, ესპანეთთან, მაგრამ შემდეგ გუნდი გადაეწყო. ევრო 2024-ის პლეი ოფში საქართველოს ნაკრებს შანსები აქვს. ვფიქრობ, მწვრთნელი გააანალიზებს შეცდომებს. რა თქმა უნდა, ნაკრები ნაწილობრივ მაინც უნდა გაახალგაზრდავდეს. მათ უნდა ვენდოთ, რადგან საკმაოდ პერსპექტიული ბიჭები არიან, რომლებსაც შეტევაში თამაშის არ ეშინიათ და გამბედაობაც არ აკლიათ.

მუდრიკი და კვარაცხელია რომ შევადაროთ, ხვიჩა უკვე შემდგარი ფეხბურთელია, რომელმაც იცის, სად რა უნდა გააკეთოს. კარგად ხედავს, თავის დადებით და უარყოფით მხარეებს, ძალიან ნიჭიერი და არასტანდარტული ფეხბურთელია. მას ნებისმიერი დიდ გუნდში შეუძლია თამაში – ისეთი გუნდი სჭირდება, რომელიც შემტევ ფეხბურთს თამაშობს. დაცვითი სტილის გუნდში ხვიჩა თავის პლუსებს კარგავს.

მუდრიკი ნიჭიერია, მაგრამ ჯერ დამწყები მოთამაშეა და არ იცის, ეს თვისებები როგორ გამოიყენოს. ის მუშაობს პოჩეტინოსთან, რომელიც ძლიერი სპეციალისტია და მისგან ბევრს ისწავლის. ამიტომ მე ვიტყვი, რომ ახლა ვსაუბრობთ შემდგარ და დამწყებ ფეხბურთელზე, ასეთია ჩემი შეფასება“, – განაცხადა ანდრეი დემენკომ.