საფეხბურთო სეზონის შემაჯამებელ საღამოს რუსთაველის თეატრი უმასპინძლებს
საფეხბურთო სეზონის შემაჯამებელ საღამოს რუსთაველის თეატრი უმასპინძლებს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის 2018 წლის შემაჯამებელი ღონისძიება და დაჯილდოების ცერემონია 28 დეკემბერს, შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში გაიმართება. ამ ინფორმაციას სფფ ავრცელებს.

საღამოზე, რომლის ორგანიზატორიც ფეხბურთის ფედერაციაა, სტუმრების მიღება 18:00 საათიდან დაიწყება. რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე სფეროს გამორჩეულ წარმომადგენლებს დააჯილდოვებენ.

2018 წელს ღონისძიება ორ ნაწილად გაიმართება. პირველი საქართველოს ეროვნული ლიგის გამორჩეული წარმომადგენლების დაჯილდოების ცერემონიას დაეთმობა, ამის შემდეგ კი ტრადიციული ნომინაციების გამარჯვებულები გამოვლინდება, მათ შორის – წლის საუკეთესო მოთამაშის ვინაობა.