საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის საქმეზე პროკურატურა ოთხი ბრალდებულის მიმართ პატიმრობას, შვიდის მიმართ კი, გირაოს მოითხოვს
საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის საქმეზე პროკურატურა ოთხი ბრალდებულის მიმართ პატიმრობას, შვიდის მიმართ კი, გირაოს მოითხოვს

საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის საქმეზე დაკავებული ფეხბურთელების აღკვეთის ღონისძიების საკითხზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს.

პროკურატურა ოთხი ბრალდებულისთვის აღკვეთი ღონისძიების სახედ  პატიმრობის შეფარდებას ითხოვს, აქედან სამი მათგანი ყოფილი, ხოლო ერთი მოქმედი ფეხბურთელია.

რაც შეეხება საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის საქმეზე დაკავებულ კიდევ შვიდ ბრალდებულ პირს, პროკურატურა მათ მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახედ 10 ათას ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს.

სუს-მა საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის ფაქტზე რვა მოქმედი და სამი ყოფილი ფეხბურთელი დააკავა.