საფეხბურთო ლეგიონი | ავსტრიაში ქართველებმა მოიგეს, ხვადაგიანი „ნეთანიაში“ საუკეთესო იყო #1TVSPORT
საფეხბურთო ლეგიონი | ავსტრიაში ქართველებმა მოიგეს, ხვადაგიანი „ნეთანიაში“ საუკეთესო იყო #1TVSPORT

ოთარ კიტეიშვილმა ავსტრიის ბუნდესლიგაში მორიგი შეხვედრა ჩაატარა გრაცის „შტურმში“, რომელიც „ტიროლს“ ესტუმრა და 2:0 დაამარცხა.

„შტურმი“ სწრაფად დაწინაურდა – მე-9 წუთზე ანგარიში ბირითმა გახსნა, ხოლო სამ წუთში გორენჩ-სტანკოვიჩმა მეორე გოლიც გაიტანა. „შტურმს“ 61-ე წუთზე ვუტრიხი გაუძევეს და კაცნაკლული დარჩა, მაგრამ უპირატესობა შეინარჩუნა. ოთარ კიტეიშვილმა 65 წუთი ითამაშა.

წარმატებული გასვლითი შეხვედრა ჩაატარა საქართველოს ნაკრების კიდევ ერთმა ფეხბურთელმა, სანდრო ალთუნაშვილმა. 27 წლის ნახევარმცველის „ვოლფსბერგერმალასკ-ი სტუმრად 1:0 დაამარცხა. ალთუნაშვილმა შეუცვლელად ითამაშა და მაღალი შეფასება მიიღო – 7,3.

თურქეთის სუპერ ლიგაში „ქონიასფორმა“ გიორგი აბურჯანიას „ჰათაისფორს“ 2:0 სძლია. ქართველი ნახევარმცველი ტრავმირებულია და არ უთამაშია.

თურქეთის პირველ ლიგაში „ქოჯაელისფორი“, სადაც გიორგი ბერიძე, გიორგი ხარაიშვილი და დავით სხირტლაძე თამაშობენ, „ქეჯიორენგიუჯუს“ ესტუმრა და ქულა მოიპოვა – 2:2. ბერიძემ და ხარაიშვილმა ძირითად შემადგენლობაში ითამაშეს, ხოლო დავით სხირტლაძე მოედანზე 87-ე წუთზე შევიდა.

ისრაელის ლიგატ ჰა’ალში ერთმანეთს ქართველების გუნდები დაუპირისპირდნენ – ნიკა ხორხელისბეითარმა“ საბა ხვადაგიანის „ნეთანიასთან“ ქულები გაიყო – 0:0. ხვადაგიანმა ზედიზედ მესამე შეხვედრა ჩაატარა ძირითად შემადგენლობაში, სრულად ითამაშა და გუნდში ყველაზე მაღალი შეფასება (7,9) დაიმსახურა. იმის გათვალისწინებით, რომ მოედანზე 71-ე წუთზე შევიდა, ხორხელმაც ​საკმაოდ კარგი შეფასება დაიმსახურა – 6,5.