საფეხბურთო კლუბმა „ზუგდიდმა“ გურეშიძე და ოთხი ლეგიონერი დაიმატა
საფეხბურთო კლუბმა „ზუგდიდმა“ გურეშიძე და ოთხი ლეგიონერი დაიმატა

საფეხბურთო კლუბი “ზუგდიდი“ სეზონისთვის ემზადება და დაკომპლექტებას აგრძელებს. გასული ჩემპიონატის ჩავარდნის შემდეგ, გუნდი ძლიერდება და ახალწვეულები დაიმატა.

ზუგდიდელებს გამოცდილი ნახევარმცველი გურამ გურეშიძე შეუერთდა, რომელმაც გუნდთან ერთად უკვე ივარჯიშა. ის თბილისის „ვიტჯორჯია“-ს ყოფილი ფეხბურთელი და კაპიტანი გახლდათ და კიდევ რამდენიმე ქართულ კლუბში უთამაშია.

გუნდს გუშინ შეურთდა ოთხი ლეგიონერი რუსეთიდან, რომლებიც მესამე დივიზიონის მოსკოვის „ნიკა“-ს ფეხბურთელები არიან: მარცხენა ნახევარმცველი კირილ კოვალი, ცენტრალური მცველი ალექსანდრ იაკოვლეცი, შემტევი ნახევარმცველი გევორქ ბრეტიანი და მარცხენა მცველი მირზაფერ ამირხანოვი.

ხვალ, 4 თებერვლიდან „ზუგდიდი“ “დასავლეთის თასის” გათამაშებაში ჩაერთვება, სადაც მისი მეტოქეები ჯგუფურ ეტაპზე იქნებიან „სამგურალი 2“, „მეშახტე“ და „მარგვეთი 2006″.