საფეხბურთო კლუბი „საბურთალო“ თურქეთში გაემგზავრა, სადაც სეზონის დაწყებამდე მოსამზადებელ ეტაპს გაივლის.
პრესსამსახურის ცნობით, თბილისური გუნდი თურქეთში შეკრებაზე ორი კვირის განმავლობაში დარჩება და ოთხ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.
გუნდი შეკრებაზე შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრა:
მეკარეები: ლაზარე კუპატაძე, რევაზ კურტანიძე, საბა ბოჭორიშვილი.
მცველები: ცოტნე კაპანაძე, გიორგი ტაბატაძე, ირაკლი კომახიძე, გიორგი ჯგერენაია, ალექსანდრე ნარიმანიძე, გიორგი კაკულია, გიორგი ნიკოლაიშვილი, გიორგი გოგსაძე, ემანუელ დერეკი.
ნახევარმცველები: შოთა ნონიკაშვილი, სანდრო გაფრინდაშვილი, ნიკუშა დადიანი, ბაქარ ქარდავა, გივი ხაჩიძე, საბა მამაცაშვილი, გიორგი ჩაჩუა, გიზო მამაგეიშვილი.
თავდამსხმელები: გიორგი კოხრეიძე, ირაკლი სიხარულიძე, შეიკნე სილა.