საფეხბურთო კლუბ „სამტრედიას“ ფანკლუბი - ათამაშეთ გუნდი დასავლეთ საქართველოში
საფეხბურთო კლუბ „სამტრედიას“ ფანკლუბი - ათამაშეთ გუნდი დასავლეთ საქართველოში

საფეხბურთო კლუბ „სამტრედიას“ საშინაო არენაზე, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე, სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამის გამო, კლუბი მეტოქეებს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მასპინძლობს.

ამასთან დაკავშირებით, „სამტრედიას“ ფანკლუბის წევრებმა განცხადება გაავრცელეს, სადაც ითხოვენ, რომ რომ კლუბმა საშინაო მატჩები დასავლეთ საქართველოში გამართოს.

„საფეხბურთო კლუბ „სამტრედიას“ ფანკლუბის “მტრედებისა” და თითოეული სამტრედიელი გულშემატკივრის სახელით მოვითხოვთ, რომ გუნდი სასწრაფოდ დაბრუნდეს დასავლეთ საქართველოში და სავარჯიშო და სათამაშო მოედანი ლიხს აქეთ მოიძებნოს. გუნდმა ითამაშოს საკუთარი გულშემატკივრის წინაშე და არა ყველა ტურში გასვლაზე. თბილისში თამაში იმას ნიშნავს, რომ ყველა მოწინააღმდეგეს გასვლაზე ვეთამაშები და კომფორტში ვამყოფებთ. გუნდს აკლია გულშემატკივარი, ისედაც მშიერი ხალხი ყოველ კვირას (ზოგჯერ, კვირაში – ორჯერ) თბილისში სიარულს ვერ ახერხებს. დარწმუნებულები ვართ, გუნდს ბოლნისის „სიონთან“ დასავლეთში რომ ეთამაშა, უშანსოდ დავამარცხებდით. „სამტრედიაში“ თამაშობენ ფეხბურთელები, რომლებიც არ იცნობენ გუნდს, მის მომთხოვნ გულშემატკივარს და როგორ უყვართ ჩვენს ქალაქში ფეხბურთი. „სამტრედიას“ ასეთ ვითარებაში შედეგი არასდროს ექნება და სანამ ლიგიდან გავვარდნილვართ, გონს მოვეგოთ. წინააღმდეგ შემთხევაში, თბილისში გუნდის საგულშემატკივროდ არცერთი გულშემატკივარი არ წავა – საწყის ეტაპზე პროტესტის ასეთი ფორმით შემოვიფარგლებით. ამ და სხვა თემებთან დაკავშირებით, რამდენიმე დღეში, გუნდის ხელმძღვანელობასთან და მთავარ მწვრთნელთან შეხვედრა გაიმართება, რაზეც ინფორმაციას მალე გავავრცელებთ. ჩვენ გუნდის კეთილდღეობისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. ჩვენ ვართ სამტრედია“ – აღნიშნულია „სამტრედიას“ ფანკლუბის განცხადებაში.