საფეხბურთო გუნდ „ალანიასპორის“ მიკროავტობუსი ავარიაში მოჰყვა, შედეგად ერთი ფეხბურთელი დაიღუპა
საფეხბურთო გუნდ „ალანიასპორის“ მიკროავტობუსი ავარიაში მოჰყვა, შედეგად ერთი ფეხბურთელი დაიღუპა

თურქეთში მიკროავტობუსი, რომელსაც საფეხბურთო გუნდის „ალანიასპორის“ წევრები გადაჰყავდა, ავარიაში მოხვდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ავტოკატასტროფის შედეგად ფეხბურთელი იოზეფ სურალი დაიღუპა, ასევე დაშავებულია შვიდი ადამიანი.

მიკროავტობუსი ქალაქ კაისერიდან ბრუნდებოდა, როცა ალანიასთან ახლოს ავტოკატასტროფა განიცადა.

გავრცელებული ინფორმაციით, მიკროავტუბუსში ორი მძღოლი იყო და ორივეს ჩაეძინა. პოლიციამ ორივე დააკავა, ისინი დაკითხვაზე იმყოფებიან.