„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებებზე საკონსტიტუციო სასამართლოს 42 ოპოზიციონერი დეპუტატის საკონსტიტუციო სარჩელი წარედგინება
„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებებზე საკონსტიტუციო სასამართლოს 42 ოპოზიციონერი დეპუტატის საკონსტიტუციო სარჩელი წარედგინება

„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოს პარლამენტის 42 ოპოზიციონერი დეპუტატის საკონსტიტუციო სარჩელი წარედგინება.

„ნაციონალური მოძრაობის“, „ლელოსა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრები იმ ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობასა და გაუქმებას ითხოვენ, რომელიც მოსამართლის თანხმობის გარეშე მივლინების საფუძვლებს ადგენს.

კონსტიტუციურ სარჩელზე საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე იმსჯელა, სადაც დეპუტატთა ხელმოწერების ნამდვილობის საკითხი განიხილა და მათი ნამდვილობა დაადასტურა. შესაბამისად, ოპოზიციონერ დეპუტატებს საკონსტიტუციო სარჩელის შეტანის უფლება მიეცათ.