„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტს საპარლამენტო უმრავლესობის სამმა წევრმა მხარი არ დაუჭირა
„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტს საპარლამენტო უმრავლესობის სამმა წევრმა მხარი არ დაუჭირა

„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტს საპარლამენტო უმრავლესობის სამმა წევრმა ხმა წინააღმდეგ მისცა.

საპარლამენტო უმრავლესობიდან მოწინააღმდეგეთა შორის იყვნენ ლევან კობერიძე, ბიძინა გეგიძე, ალექსნადრე ერქვანია.

რაც შეეხება სხვა დეპუტატებს, კანონპროექტს ხმა არ მისცა საპარლამენტო ოპოზიციურმა სპექტრმა, ასევე დამოუკიდებელმა დეპუტატებმა, რომელთა შორის არიან: ეკა ბესელია, ლევან გოგიჩაიშვილი, გედევან ფოფხაძე, ზვიად კვაჭანტირაძე და ბექა ნაცვლიშვილი.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმების თაობაზე საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი პარლამენტმა პლენარულ სესიაზე დღეს მეორე მოსმენით მიიღო.