„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ ხმა უმრავლესობის ორმა წევრმა მისცა
„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ ხმა უმრავლესობის ორმა წევრმა მისცა

„საერთო სასამართლოების შესახებ“ უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტის წინააღმდეგ ხმა საპარლამენტო უმრავლესობის ორმა წევრმა მისცა.

კენჭყისყრის შედეგად ირკვევა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტის წინააღმდეგ ხმა მისცეს უმრავლესობის დეპუტატებმა, ალექსანდრე ერქვანიამ და ლევან კობერიძემ.

კანონპროექტს კენჭი რამდენიმე წუთის წინ უყარეს. პარლამენტმა „საერთო სასამართლოების შესახებ” უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა. პროექტს მხარი 87-მა დეპუტატმა დაუჭირა, 33 წინააღმდეგი იყო.