საერთაშორისო ტურნირზე ქართველმა ძალოსნებმა ჩემპიონის ტიტულის მოპოვების გარდა, საქართველოს რეკორდებიც გააუმჯობესეს
საერთაშორისო ტურნირზე ქართველმა ძალოსნებმა ჩემპიონის ტიტულის მოპოვების გარდა, საქართველოს რეკორდებიც გააუმჯობესეს

ძალოსნობაში საქართველოს თასისა და კახი კახიაშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე ქართველმა ძალოსნებმა გარდა ჩემპიონის ტიტულის მოპოვებისა, საქართველოს რეკორდებიც გააუმჯობესეს.

პირველი რეკორდის ავტორი 15 წლამდელებში გურამ გიორბელიძე (62 კგ.) გახდა. ძალოსანმა საკუთარი რეკორდი აკვრაში ერთი კილოგრამით გააუმჯობესა (138 კგ.)

17 წლამდელებში სამი რეკორდის დამყარება შეძლო არჩილ მალაყმაძემ . სპორტსმენმა ატაცში თავისივე რეკორდი (134.136) გააუმჯობესა, ხოლო აკვრაში ერთი კილოგრამით – კახი ასანიძის (160 კგ.).

არჩილ მალაყმაძემ ორჭიდშიც სარეკორდო ქულები მოაგროვა და თავისივე რეკორდი 7 კილოგრამით გააუმჯობესა.