საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი ქართველ სტუდენტებს ხვდება
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი ქართველ სტუდენტებს ხვდება

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორი კრისტინ ლაგარდი ამ წუთებში სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს ხვდება.

კრისტინ ლაგარდი სტუდენტებთან ინკლუზიური ზრდის თემაზე ისაუბრებს და შეაფასებს ქვეყნის საფინანსო სექტორში განხორციელებულ რეფორმებს. ამის შემდეგ სსფ-ის მმართველი სტუდენტების შეკითხვებს უპასუხებს.

ფონდის მმართველი სტუდენტებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ წარუდგინა.
გვენეტაძემ ლაგარდის წარმატებულ კარიერას გაუსვა ხაზი.

„ეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის, კრისტინ ლაგარდის პირველი ვიზიტია საქართველოში და საქართველოს ხელისუფლების სახელით მსურს მადლობა გადავუხადო მას, რომ მოახერხა ჩვენს ქვეყანაში ვიზიტის დაგეგმვა. ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი თანაბარ მნიშვნელობას ანიჭებს როგორც სისტემურ ეკონომიკის ქვეყნებს, ისე ისეთ პატარა ქვეყნებს, როგორიც საქართველოა”, – განაცხადა გვენეტაძემ.