საერთაშორისო სავალუტო ფონდი - საქართველოს საბანკო სისტემა კარგად კაპიტალიზებული და მომგებიანია
საერთაშორისო სავალუტო ფონდი - საქართველოს საბანკო სისტემა კარგად კაპიტალიზებული და მომგებიანია

საქართველოს საბანკო სისტემა კარგად კაპიტალიზებული და მომგებიანია, – ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2025 წლის IV მუხლის მისიის დასკვნით განცხადებაშია ნათქვამი.

სავალუტო ფონდის განცხადებით, საქართველოს ეროვნული ბანკი აგრძელებს თავისი ხანგრძლივი დედოლარიზაციის პოლიტიკის განხორციელებას ფინანსური სტაბილურობის მხარდასაჭერად.

„საბანკო სისტემა კარგად კაპიტალიზებული და მომგებიანია. სსფ-ის 2021 წლის ფინანსური სექტორის შეფასების პროგრამის (FSAP) რეკომენდაციების განხორციელება თითქმის დასრულებულია. საქართველოს ეროვნული ბანკი აგრძელებს თავისი ხანგრძლივი დედოლარიზაციის პოლიტიკის განხორციელებას ფინანსური სტაბილურობის მხარდასაჭერად“, – ამის შესახებ ნათქვამია საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2025 წლის IV მუხლის მისიის დასკვნით განცხადებაში.

სავალუტო ფონდი ხაზს უსვამს, რომ მუდმივი სიფრთხილე და რეფორმები დაეხმარება ფინანსური სექტორის წინაშე დიდი ხნის განმავლობაში არსებულ და ახალი რისკების აღმოფხვრას.

„სტრუქტურული რეფორმები საჭიროა მაღალი ზრდის შესანარჩუნებლად, ზრდის მეტი ინკლუზიურობის უზრუნველსაყოფად და მეტი სამუშაო ადგილის შესაქმნელად. არცერთი რისკი ამ ეტაპზე სისტემურად არ შეფასებულა, მაგრამ მუდმივი ახალი მონიტორინგი აუცილებელია“, – აღნიშნულია რელიზში.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია, ალეხანდრო ჰაჟდენბერგის ხელმძღვანელობით, 2025 წლის IV მუხლის კონსულტაციის ფარგლებში თბილისში 21 მაისიდან 4 ივნისის ჩათვლით აწარმოებდა დისკუსიებს.