საერთაშორისო სავალუტო ფონდი - საქართველოს ეროვნული ბანკი რეგიონში საუკეთესოა
საერთაშორისო სავალუტო ფონდი - საქართველოს ეროვნული ბანკი რეგიონში საუკეთესოა

საქართველოს ეროვნული ბანკი რეგიონში საუკეთესოა, – ეს განცხადება საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენელმა ფრანსუა პენშომ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ეკონომიკური მომოხილვის პრეზენტაციაზე გააკეთა.

„კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ყველა ქვეყანაში ეროვნული ვალუტა უფასურდება და ეს მხოლოდ საქართველოს არ ეხება. საქართველოში ინფლაციის სამიზნე ორიენტირებაც შემცირებულია. საქართველოში, საწყის ეტაპზე, ეროვნულმა ბანკმა ფისკალური პოლიტიკა შეარბილა 2016 წელს გამოწვეული რისკების გამო. 2017 წლიდან კორექტირება მოხდა და ინფლაცია აქციზებისა და იმპორტის გამო გაიზარდა. კითხვა არც ისმის და ყველა ადასტურებს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი მთელს რეგიონში საუკეთესო ცენტრალური ბანკია“, – განაცხადა პენშომ.