საერთაშორისო სავალუტო ფონდი - საქართველოში ეკონომიკის აღდგენა შთამბეჭდავი ტემპით მიმდინარეობს
საერთაშორისო სავალუტო ფონდი - საქართველოში ეკონომიკის აღდგენა შთამბეჭდავი ტემპით მიმდინარეობს

ბოლოხანს ეკონომიკის აღდგენა შთამბეჭდავი ტემპით მიმდინარეობს, – ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი.

დოკუმენტში ასევე საუბარია მაღალ ინფლაციაზე, რომელიც სავალუტო ფონდის გათვლებით 2022 წლის განმავლობაში სწრაფად შემცირდება.

„ყოველთვიური შეფასებებითი მაჩვენებლები 2021 წლის მეორე კვარტალში სწრაფ ზრდაზე მიუთითებს, რის შედეგადაც 2021 წლიური ზრდა 7,7 პროცენტს მიაღწევს. ეს მნიშვნელოვნად მომატებული ზრდის ტემპია, იმასთან შედარებით, რასაც რამდენიმე თვის წინ ველოდით და გულისხმობს, რომ ეკონომიკის გამოშვება 2021 წელს 2019 წლის დონეს გადააჭარბებს. ელექტრონული ფულადი გადმორიცხვების და ექსპორტის სწრაფი ზრდა, ასევე ტურიზმის მოსალოდნელზე მაღალი ზრდა ხელს უწყობს ეკონომიკის ზრდას და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებას, რომელიც 2020 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაფართოვდა. ივნისში წლიური ინფლაცია 9.9 პროცენტამდე დაჩქარდა, რაც, მეტწილად, კომუნალური მომსახურების ფასების მატებას, სასაქონლო ჯგუფებზე გაზრდილ ფასებსა და მაღალ შუალედურ ხარჯებს ასახავს. მოსალოდნელია, რომ მაღალი ინფლაცია წლის ბოლომდე შენარჩუნდება, ხოლო 2022 წლის განმავლობაში, დროებითი ფაქტორების მილევის ფონზე, სწრაფად შემცირდება“, – აღნიშნულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშში.

დატოვე კომენტარი