საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის მმართველი საბჭოს წევრი რატი იონათამიშვილს წერილს უგზავნის - ნიუ იორკიდან უამრავი კომენტარი მივიღე თქვენს შთამბეჭდავ პრეზენტაციასა და COSP-ზე გამართულ ღონისძიებაზე
საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის მმართველი საბჭოს წევრი რატი იონათამიშვილს წერილს უგზავნის - ნიუ იორკიდან უამრავი კომენტარი მივიღე თქვენს შთამბეჭდავ პრეზენტაციასა და COSP-ზე გამართულ ღონისძიებაზე

საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის მმართველი საბჭოს წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო ალიანსის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ფერნანდო რიანიო საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს, რატი იონათამიშვილს გაერო-ს შშმ პირთა უფლებების კონვენციის მონაწილე ქვეყნების მე-19 სესიაზე წარმატებულ მონაწილეობას ულოცავს.

ამის შესახებ საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

ამასთან, კომიტეტის ცნობით, ფერნანდო რიანიო რატი იონათამიშვილს ულოცავს გაერო-ში დოკუმენტური ფილმის, „განუსაზღვრელი შესაძლებლობების“ პრეზენტაციას.

საქართველოს პარალიმპიური კომიტეტი ფერნანდო რიანიოს მიერ რატი იონათამიშვილისთვის გაგზავნილ წერილსაც აქვეყნებს:

„ძვირფასო რატი, ძვირფასო პრეზიდენტო, ძვირფასო მეგობარო, ეჭვგარეშეა, რომ დღეს, შესაძლოა, არც საქართველოსთვის და არც ესპანეთისთვის, არც ესპანეთისთვის და არც საქართველოსთვის არ არის საუკეთესო დღე…

დღის დასაწყისი მძიმე იყო ჩვენი ქვეყნებისთვის, რადგან ილია დამარცხდა.

ღვთის წყალობით, იგი მალე გამოჯანმრთელდება და დარწმუნებული ვარ, უფრო ძლიერი დაბრუნდება. ახლა მისი დასვენების, აღდგენისა და, უკვე შემდგომ, დაბრუნების დროა.

ჩემი ფიქრები თქვენთანაა, საქართველო და ჩემო ძვირფასო ქართველებო, მეფიქრება ჩვენს ქართველ მეგობარზე/ძმაზე.

ილიას მარცხი გვერდით გადავდოთ და, ამჯერად, გილოცავთ.

ნიუ იორკიდან უამრავი შესანიშნავი კომენტარი მივიღე თქვენს შთამბეჭდავ პრეზენტაციასა და COSP-ზე გამართულ ღონისძიებაზე.

ესპანეთის ელჩმა მომწერა და ძალიან ვნანობ, რომ ვერ შევძელი ღონისძიებაზე დასწრება, მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ თქვენი ფასდაუდებელი შრომით და მიღებული შედეგებით. გილოცავთ.

მინდა, ყოველივე საუკეთესო გისურვოთ მუდამ, დღეს კი უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, ილიასთვის, ელ მატადორისთვის და საქართველოსთვის.

პატივისცემით, ფერნანდო“.