საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში 2022 წლის ზამთრის თამაშების გაუქმებას არ გამორიცხავენ
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრმა, რიჩარდ პაუნდმა ჟურნალისტებთან 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადის შესაძლო გაუქმებაზე ილაპარაკა.
„თუ ვივარაუდებთ, რომ მომავალი წლის ივლისსა და აგვისტოში ტოკიოს თამაშების დროს მძაფრად იდგება კორონავირუსის პრობლემა, რთული წარმოსადგენია, რომ ამ სიტუაციამ არ იმოქმედოს პეკინის ზამთრის ოლიმპიადაზე, რომელიც ტოკიოს თამაშებიდან ნახევარ წელიწადში უნდა გაიმართოს“, – განაცხადა პაუნდმა.
2020 წლის ოლიმპიადამ ერთი წლით გადაიწია კორონავირუსის პანდემიის გამო. ტოკიოში თამაშები 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე უნდა გაიმართოს. ზამთრის თამაშები პეკინში 2022 წლის 4-20 თებერვალს ჩატარდება.
რიჩარდ პაუნდი მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს ყოფილი პრეზიდენტია.