საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ჩრდილოეთ კორეაში ჩასვლას გეგმავს
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ჩრდილოეთ კორეაში ჩასვლას გეგმავს

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ტომას ბახი ზამთრის ოლიმპიური თამაშების დასრულების შემდეგ ჩრდილოეთ კორეაში ჩასვლას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. როგორც თავად ბახმა Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა, ჩრდილოეთ კორეაში მისი ვიზიტი საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტსა და ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის შეთანხმების საფუძველზე შედგება.

მისი თქმით, ამჟამად მხარეები ვიზიტის თარიღს ათანხმებენ.

ზამთრის ოლიმპიური თამაშები 25 თებერვალს დაიხურება. შეგახსენებთ, ოლიმპიურ თამაშების გახსნის ცერემონიას დაესწრო ჩრდილოეთ კორეის ლიდერის და კიმ იო უნი, რომელმაც სამხრეთ კორეის პრეზიდენტი ძმის სახელით ფხენიანში დაპატიჟა.