საერთაშორისო მასშტაბით ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 700 ათასს აჭარბებს
საერთაშორისო მასშტაბით ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 700 ათასს აჭარბებს

საერთაშორისო მასშტაბით ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 700 ათასს გადააჭარბა. ამის შესახებ ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ცხრილის მიხედვით ხდება ცნობილი.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, გლობალურად ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 710 290-ს შეადგენს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა. ამჟამად ვირუსი 177 ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული.

ამასთან, საერთაშორისო მასშტაბით ვირუსით დაღუპულია 33 550 ადამიანი. აღნიშნული ინფექციისგან განკურნება კი, ამ დრომდე 150 734-მა ადამიანმა შეძლო.