საერთაშორისო მარათონთან - მსოფლიო რბენასთან დაკავშირებით, კახეთში მოძრაობა შეიზღუდება
საერთაშორისო მარათონთან - მსოფლიო რბენასთან დაკავშირებით, კახეთში მოძრაობა შეიზღუდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საერთაშორისო მარათონთან – მსოფლიო რბენასთან დაკავშირებით, კახეთში, ლოპოტას გადასახვევიდან კავკასიონის ქედის გაყოლებით, დღეს, დილის 10:00 საათიდან 19:00 საათამდე, თელავი-შაქრიანის საავტომობილო გზაზე, მდინარე ალაზნის ხიდამდე, მოძრაობა შეიზღუდება.

შსს-ში აცხადებენ, რომ ყველა სახის საავტომობილო ტრანსპორტისთვის ასევე შეიზღუდება მოძრაობა თიანეთი-ახმეტა-ფშაველი-ყვარელი-ნინიგორის საავტომობილო გზის 69-ე კმ-დან 118-ე კმ-მდე.

სატრანსპორტო ნაკადი იმოძრავებს ყვარელი-გიორგეთი-აფენი გურჯაანის დამაკავშირებელ შიდა საუწყებო გზაზე გურჯაანის შესასვლელამდე.