ერთ-ერთ ასტრონავტისთვის სამედიცინო დახმარების აუცილებლობის გამო საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან სამედიცინო ევაკუაცია განხორციელდა

13:22, 15.01.2026

საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან სამედიცინო ევაკუაცია განხორციელდა. გავრცელებული ცნობით, კოსმოსურ სადგურზე მყოფ ერთ-ერთ ასტრონავტს სამედიცინო დახმარების გაწევა ესაჭიროება, რისი აღმოჩენაც ადგილზე შეუძლებელი იყო და ნასა-მ კოსმონავტების ვადაზე ადრე ხმელეთზე დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.

რამდენიმე წუთის წინ ოთხი კოსმონავტი კაფსულით კალიფორნიის სიახლოვეს ოკეანეში უსაფრთხოდ დაეშვა.

ადგილზე სასწრაფო და სამაშველო ეკიპაჟები არიან მობილიზებული და ადაპტაციის რეჟიმის გასვლის შემდეგ კოსმონავტებს კაფსულიდან ამოიყვანენ.

ეს პირველი შემთხვევაა ნასა-ს ისტორიაში, როდესაც სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით მისიის ხმელეთზე დაბრუნება მოუწია.

ამჟამად კოსმოსურ სადგურზე კიდევ სამი კოსმონავტი რჩება, რომლებიც მისიას განაგრძობენ.

მსგავსი