„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოსა“ და „პოსტერუმქუთაისის“ წარმომადგენლები ქუთაისში წარწერით „გახარია წადი“ ფლაერებს არიგებენ

14:42, 15.07.2019

არასამთავრობო ორგანიზაციების „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოსა“ და „პოსტერუმქუთაისის“ წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად, ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში წარწერით „გახარია წადი“ ფლაერებს არიგებენ.

აქციის მონაწილეები ფლაერებზე დატანილი ტექსტებით საზოგადოებას 20 ივნისის აქციას ახსენებენ.

„ჩვენი მოთხოვნა კვლავ შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომაა. თუ ვინმეს არ ახსოვს, რა მოხდა იმ ღამეს, ჩვენ კიდევ ერთხელ გავახსენებთ, თუ რამდენი მოქალაქე დაშავდა და რამდენი მათგანი დააკავეს“, – განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ წარმომადგენელმა, ლელა მოწონელიძემ.

მსგავსი