„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ რამდენიმე დეპუტატს პრიზები გადასცა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ რამდენიმე დეპუტატს პრიზები გადასცა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ რამდენიმე დეპუტატს პრიზები გადასცა.

ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, პარლამენტის ყველაზე აქტიური წევრისა და ყველაზე აქტიური კომიტეტის პრიზი ეკა ბესელიას გადაეცა.

ყველაზე მეტი სადეპუტატო კითხვის ავტორისა და პლენარული სხდომის ყველაზე აქტიური მონაწილის პრიზი უმცირესობიდან სერგო რატიანს გადაეცა. უმცირესობიდან და უმრავლესობის გარეთ მყოფი ფრაქციებიდან პლენარული სხდომის ყველაზე აქტიური მონაწილის სტატუსი რომან გოცირიძეს მიენიჭა.

პარლამენტის ღიაობისა და გამჭვირვალობის გაუმჯობესებაში შეტანილი წვლილისთვის პრიზი ირინა ფრუიძეს გადაეცა, ხოლო თამარ ჩუგოშვილს – გენდერული თანასწორობის გაუმჯობესებაში შეტანილი წვლილისთვის.