საერთაშორისო ფორუმის პრეზიდენტის ინფორმაციით, თურქეთი, ეგვიპტე და საუდის არაბეთი „ბრიქსში“ გაწევრიანებას გეგმავენ
საერთაშორისო ფორუმის პრეზიდენტის ინფორმაციით, თურქეთი, ეგვიპტე და საუდის არაბეთი „ბრიქსში“ გაწევრიანებას გეგმავენ

თურქეთი, ეგვიპტე და საუდის არაბეთი „ბრიქსში“ გაწევრიანებას გეგმავენ. ამის შესახებ საერთაშორისო ფორუმის პრეზიდენტმა, პურნიმა ანანდმა განაცხადა.

„ბრიქსის“ პრეზიდენტის თქმით, ზოგიერთ სახელმწიფოზე დისკუსია და შესაძლო გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელია ასოციაციის მომდევნო სამიტზე, რომელიც 2023 წელს გაიმართება.

გავრცელებული ცნობით, საუდის არაბეთი, ეგვიპტე და თურქეთი პოტენციური კანდიდატები არიან, მაგრამ მათი გაწევრიანების პროცესი სამივე ქვეყნისთვის ერთდროული არ იქნება.

პურნიმა ანანდის განცხადებით, „ბრიქსის“ ლიდერთა მე-14 სამიტზე, რომელიც პეკინში ვირტუალურ ფორმატში 23-24 ივნისს გაიმართა, ახალი წევრების საკითხი ჩინეთმა, რუსეთმა და ინდოეთმა განიხილეს. ორგანიზაციაში გაწევრიანების კანდიდატები ასევე არიან არგენტინა და ირანი.

„უკრაინის კრიზისის შემდეგ აღინიშნება „ბრიქსის“ სიძლიერის რეალური გამოვლინება. არის შანსი, რომ გაერთიანებამ შეძლოს ახალი მსოფლიო წესრიგის შექმნაზე მუშაობა: გაზარდოს რესურსების გაცვლა, განავითაროს საავიაციო, სავაჭრო და ფინანსური მარშრუტები ახალი მსოფლიო რეალობისთვის“, – განაცხადა პურნიმა ანანდმა.

„ბრიქსის“ წევრები ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა არიან.