საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ხელმძღვანელი - რუსეთის ენერგიაზე დაწესებული სანქციების შემსუბუქება წარსული შეცდომების გამეორება იქნება
საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ხელმძღვანელი - რუსეთის ენერგიაზე დაწესებული სანქციების შემსუბუქება წარსული შეცდომების გამეორება იქნება

რუსეთის ენერგიაზე დაწესებული სანქციების შემსუბუქება წარსული შეცდომების გამეორება იქნება, – ამის შესახებ საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ხელმძღვანელმა, ფატიჰ ბიროლმა „ევრონიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, „კვლავ რუსეთის კარზე დაკაკუნება“ წარსულის შეცდომების გამეორება იქნება.

„ევროპამ უკვე გადაიხადა საფასური რუსეთზე ზედმეტი დამოკიდებულებისთვის 2022 წელს. ერთხელ ამის გაკეთება შეცდომაა, ხელმეორედ კი უკვე შეცდომა არ არის. არსებობს ბევრი სხვა ვარიანტი, რომელსაც ევროპამ უნდა გადახედოს უფრო უსაფრთხო ენერგეტიკული, საგარეო და თავდაცვის პოლიტიკის თვალსაზრისით“, – განაცხადა ბიროლმა.

ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, ახლო აღმოსავლეთში ომისა და ჰორმუზის სრუტის ბლოკირების გამო მსოფლიო 1970 წლის ნავთობის კრიზისის მსგავს ვითარებაშია. ბიროლის თქმით, ამ კრიზისს ევროპისთვის გრძელვადიანი ეფექტი ექნება.

„ევროპის კონკურენტუნარიანობა და ევროპის სუვერენიტეტი კრიტიკულად იქნება დამოკიდებული მის ენერგეტიკულ სტრატეგიაზე. ჩემი აზრით, ევროპის ენერგეტიკული მომავალი ელექტროფიკაციაა და ჩვენ მაქსიმალურად უნდა მოვახდინოთ ჩვენი ეკონომიკების ელექტროფიკაცია“, – განაცხადა ბიროლმა და აღნიშნა, რომ ბირთვული ენერგია საჭირო იქნება წიაღისეული საწვავიდან გათავისუფლებისას გარდამავალ ფაზაში.