საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტოში განაცხადეს, რომ ნავთობის სტრატეგიული რეზერვებიდან 172 მილიონ ბარელს აშშ გამოყოფს
საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტოში განაცხადეს, რომ ნავთობის სტრატეგიული რეზერვებიდან 172 მილიონ ბარელს აშშ გამოყოფს

საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტოში განაცხადეს, რომ სააგენტოს წევრი ქვეყნების ნავთობის სტრატეგიული რეზერვებიდან თითქმის ნახევარს, 172 მილიონ ბარელს, შეერთებული შტატები გამოყოფს.

აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის ცნობით, მიწოდება მომავალ კვირას დაიწყება და დაახლოებით 120 დღე გაგრძელდება.

საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტოს ცნობით, წევრი ქვეყნები სტრატეგიული რეზერვებიდან სულ 400 მილიონ ბარელ ნავთობს გამოყოფენ.

„ბიბისის“ ცნობით, დახარჯული რეზერვი მომდევნო წლის განმავლობაში 200 მილიონი ბარელით შეივსება, სააგენტოს განცხადებით, ეს ჩანაცვლება „გადასახადის გადამხდელისთვის უფასო იქნება“.