საერთაშორისო დიდოსტატის ნანა ძაგნიძის პირველი ყაიმი
საერთაშორისო დიდოსტატის ნანა ძაგნიძის პირველი ყაიმი

ლოზანაში სტარტი აიღო ქალ მოჭადრაკეთა შორის მსოფლიოს გრან-პრის გათამაშების მესამე ეტაპმა, სადაც 12 მონაწილეს შორის არის საქართველოს ქალთა ნაკრების ლიდერი ნანა ძაგნიძე.

პირველ ტურში ნანა ძაგნიძემ შავი ფერის ფიგურებით მსოფლიოს ექსჩემპიონ ალექსანდრა კოსტენიუკთან ყაიმი გააფორმა.

ქალთა გრან-პრის მსოფლიო გათამაშებას ორი ეტაპის შემდეგ ქულათა ჯამით ინდოელი ჰამპი კონერუ ლიდერობს და მას 293 ქულა აქვს. 253 ქულით მეორე ადგილზეა ალექსანდრა გორიაჩკინა, პირველ ოთხეულში არიან კატერინა ლაჰნო (180 ქულა) და ალექსანდრა კოსტენიუკი (178 ქულა).

ლოზანაში ასპარეზობა წრიული სისტემით 11 ტურად გაიმართება.