საერთაშორისო დიდოსტატი ნანა ძაგნიძე კალკუტაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის ლიდერია #1TVSPORT
ინდოეთში, ქალაქ კალკუტაში, სწრაფ ჭადრაკში უძლიერესი საერთაშორისო წრიული ტურნირი TATA STEEL CHESS INDIA RAPID 2022 მიმდინარეობს. 10 მონაწილეს შორის ასპარეზობა ორ ტურნირად სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში ტარდება.
ნანა ძაგნიძის ანგარიშზე 6-დან 4,5 ქულაა და ქართველი საერთაშორისო დიდოსტატი სატურნირო ცხრილის ლიდერია. ნანა ძაგნიძეს ნახევარი ქულით ჰამპი კონერუ (ინდოეთი), ანა უშენინა მარია მუზიჩუკი (ორივე უკრაინა) და რამეშბაბუ ვაიშალი (ინდოეთი) ჩამორჩებიან.
პირველ დეკემბერს ნანა ძაგნიძის მეტოქეები – დები მუზიჩუკები და ინდოელი აგრავალ ვანტიკა იქნებიან.