საერთაშორისო დამკვირვებელი ბეატა ელზბიეტა ტროჩანოვსკა - ხმის მიცემის პროცესში დარღვევა არ დაგვინახავს, საარჩევნო პროცედურა იყო ძალიან დემოკრატიული, ყველაფერმა კარგად ჩაიარა
ხმის მიცემის პროცესში რაიმე დარღვევა არ დაგვინახავს. საარჩევნო პროცედურა იყო ძალიან დემოკრატიული. ყველაფერმა კარგად ჩაიარა, – ამის შესახებ საერთაშორისო დამკვირვებელმა პოლონეთიდან ბეატა ელზბიეტა ტროჩანოვსკამ განაცხადა.
მისივე თქმით, ხმის მიცემის პროცესს 14 საარჩევნო უბანზე აკვირდებოდა.
„ჩვენ 14 საარჩევნო უბანზე ვიმყოფებოდით და არცერთი დარღვევა არ გვინახავს. ხმის მიცემის პროცედურა მიმდინარეობდა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით“ , – განაცხადა ბეატა ელზბიეტა ტროჩანოვსკამ.