საერთაშორისო დამკვირვებელი  პატრიკ სტანისლავ იგნაშჩაკი - ხმის მიცემის პროცედურა გამჭვირვალე იყო, გამაკვირვა იმ ფაქტმა, რომ საქართველოში ხმების დათვლისთვის ელექტრონულ სისტემას იყენებენ, რაც პოლონეთში არ გვაქვს

ჩვენ მოვინახულეთ მრავალი საარჩევნო უბანი თბილისსა და მიმდებარე სოფლებში. ყველაფერმა კარგად ჩაიარა, – ამის შესახებ საერთაშორისო დამკვირვებელმა პოლონეთიდან, პატრიკ სტანისლავ იგნაშჩაკმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ხმის მიცემის პროცედურა კარგად ორგანიზებული და გამჭვირვალე იყო“.

„გამაკვირვა იმ ფაქტმა, რომ საქართველოში ხმების დათვლისთვის ელექტრონულ სისტემას იყენებენ. ეს ისეთი რამაა, რაც ჩვენს ქვეყანაში, პოლონეთში არ გვაქვს. ხმების სკანირებისა და დათვლისთვის ელექტრონულ მოწყობილობას იყენებდნენ. ყველა საარჩევნო უბანზე კამერები იყო“, – განაცხადა პატრიკ სტანისლავ იგნაშჩაკმა.