საერთაშორისო დამკვირვებელი ფრანკ ივონ პენგამი – არჩევნების შედეგები სიმართლეს შეესაბამება, ხალხის ნებას გამოხატავს, დარღვევები არ გვინახავს, თქვენ უფრო კარგად ატარებთ არჩევნებს, ვიდრე ეს საფრანგეთშია
ვფიქრობ, არჩევნების შედეგები სიმართლეს შეესაბამება და ხალხის ნებას გამოხატავს, არ გვინახავს დარღვევები, ყველაფერ ღია და მარტივი იყო, თქვენ უფრო კარგად ატარებთ არჩევნებს, ვიდრე ეს საფრანგეთშია, – ამის შესახებ საერთაშორისო დამკვირვებელმა საფრანგეთიდან, ფრანკ ივონ პენგამიმ განაცხადა.
„მე, როგორც საფრანგეთის წარმომადგენელი, ძალიან ნეიტრალური ვარ და აქ არანაირი წინასწარი წარმოდგენით არ ჩამოვსულვარ. მთავარი განცხადება, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ არის ის, რომ თქვენ უფრო კარგად ატარებთ არჩევნებს, ვიდრე ეს საფრანგეთშია. ეს შთამბეჭდავია. აპარატები, რომელსაც თქვენ იყენებდით და საშუალებას იძლევა ყველაფერი ელექტრონულად შემოწმდეს, ძალიან ზუსტია. ვფიქრობ, რომ არჩევნების შედეგები სიმართლეს შეესაბამება და ხალხის ნებას გამოხატავს. ჩვენ არ გვინახავს დარღვევები, ყველაფერო ღია და მარტივი იყო“,- განაცხადა საერთაშორისო დამკვირვებელმა.
ამასთან, საერთაშორისო დამკვირვებელმა ასევე საფრანგეთიდან, ალენ ჟან მარი ავრილმა განაცხადა, რომ საარჩევნო პროცედურა იყო სრულიად სამართლიანი.
„თითოეულ საარჩევნო უბანზე ოპოზიციური პარტიების 3-4 წარმომადგენელი იყო. მათი თქმით, არჩევნები სამართლიან გარემოში მიმდინარეობდა და ყველაფერი კარგად იყო ორგანიზებული. ისინი ამ ყველაფერს პოზიტიურად აფასებდნენ. ვფიქრობ, უცნაურია, როდესაც დასავლეთ ევროპის ქვეყნების „ნიუსებში“ ვკითხულობთ, რომ საქართველო არ არის სრულიად დემოკრატიული ქვეყანა. საარჩევნო პროცედურა იყო სრულიად სამართლიანი. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი პუნქტია“,- განაცხადა ავრილმა.