საერთაშორისო ჩემპიონთა თასი - „ტოტენჰემი“-„რომა“ 4:1
საერთაშორისო ჩემპიონთა თასი - „ტოტენჰემი“-„რომა“ 4:1

პირველი მატჩი ჩაატარა საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე „ტოტენჰემმა“, რომელიც სან დიეგოში „რომას“ შეხვდა. ინგლისური კლუბი მესამე წუთიდან მდევრის როლში აღმოჩნდა – „რომა“ შიკმა დააწინაურა, თუმცა, პირველივე ტაიმში „ტოტენჰემმა“ ოთხი გოლით უპასუხა – დუბლები შეასრულეს ფერნანდო ლორენტემ და ლუკაშ მოურამ.

გუნდებმა ასეთი შემადგენლობებით ითამაშეს:

„რომა“: მირანტე (ფუზატუ, 83), სანტონი (ფლორენცი, 83), მანოლასი, ჟუან ჟესუსი (მარკანო, 58), ლუ. პელეგრინი (ბიანდა, 72), გონალონი (დე როსი, 70), პასტორე (სტროტმანი, 59), კრისტანტე (ჩორიჩი, 67), პეროტი (ლო. პელეგრინი, 58), შიკი (ჯეკო, 58), ჯენგიზ იუნდერი (კლუივერტი, 52).

„ტოტენჰემი“: ფორი (გასანიგა, 63), ორიე, დევისი, კარტერ-ვასკესი, სანჩესი, უოკერ-პიტერსი (ჯორჯიუ, 83), ფოიტი, სისოკო, ერიქსენი, ამოსი (მარში, 84), სკიპი, ლორენტე, ჰეონ-მინ სონი, ლამელა, ნკულუ.