საერთაშორისო ჩემპიონთა თასი - „ტოტენჰემი“-„მილანი“ 1:0 [ვიდეო]
საერთაშორისო ჩემპიონთა თასი - „ტოტენჰემი“-„მილანი“ 1:0 [ვიდეო]

საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე „ტოტენჰემმა“ მეორე მატჩი მოიგო. ამჯერად, ლონდონურმა კლუბმა მინეაპოლისში ერთი გოლი იკმარა „მილანის“ დასამარცხებლად.

ეს ერთადერთი ბურთი მეორე ტაიმის მეორე წუთზე ფრანგმა ჟორჟ-კევინ ნკუდუმ გაიტანა. 23 წლის ფორვარდისთვის ეს მეორე გოლია ტურნირზე.

გუნდებმა ასეთი შემადგენლობებით ითამაშეს:

„ტოტენჰემი“: ფორმი (გასანიგა, 46), სანჩესი, უოკერ-პიტერსი, ეიომა, ამოსი, სკიპი, მარში (ორიე, 77), ჯორჯიუ (დევისი, 77), ნკუდუ, ლუკასი (ჰეონ-მინ სონი, 63), ლორენტე (ერიქსენი, 63).

„მილანი“: რეინა (დონარუმა, 46), მუსაჩო, აბატე (ანტონელი, 69), რომანიოლი, კალაბრია, კესიე, ლოკატელი, სუსო (ჰალილოვიჩი, 46), ბორინი (კალინიჩი, 70), ჰაქან ჩალჰანოგლუ (მაური, 78), კუტრონე (ცაჯუ, 78).
“მილანს” ორიდან ორი წაგება აქვს საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე.