საერთაშორისო ჩემპიონთა თასი - „რომა“-„ბარსელონა“ 4:2
საერთაშორისო ჩემპიონთა თასი - „რომა“-„ბარსელონა“ 4:2

„რეალის“ მსგავსად, საერთაშორისო ჩემპიონთა თასის მორიგ სათამაშო დღეს მეორე ესპანურმა გრანდმა „ბარსელონამაც“ წააგო. ერნესტო ვალვერდეს გუნდი რომასთან” 2:4 დამარცხდა. არადა, კატალონიელები ორჯერ იგებდნენ რაფინიასა და მალკომის გოლებით. ამ ორ გოლს შორის რომაელმა სტეფან ელ-შაარავიმ გამოიჩინა თავი.

78-ე წუთიდან მოყოლებული, „რომამ“ ზედიზედ სამი გოლი გაიტანა – „ბარსას“ კარის აღება შეძლეს ფლორენციმ, კრისტანტემ და პენალტით პეროტიმ.

გუნდებმა ასეთი შემადგენლობებით ითამაშეს:

„ბარსელონა“: სილესენი, ალეიშ ვიდალი (ტაბლა, 46), კუკურელია (მირანდა, 46), მარლონი (ჩუმი, 46), სემედუ (კუენკა, 62), ლანგლე (პალენსია, 63), არტური (პუიგი, 46), სერხი რობერტო (მონჩუ, 46), მალკომი (პერესი, 62), რაფინია (კოლიადო, 62), ელ-ჰადადი (რუისი, 46).

„რომა“: ოლსენი (მირანტე, 46), სანტონი (კრისტანტე, 61), მანოლასი (ჟუან ჟესუსი, 61), მარკანო (კოლაროვი, 76), ფლორენცი, სტროტმანი (შიკი, 61), ლო. პელეგრინი (ლუ. პელეგრინი, 62), დე როსი (პასტორე, 66), კლუივერტი (პეროტი, 61), ჯეკო (გონალონი, 68), ელ-შაარავი (ფასიო, 76).