საერთაშორისო ჩემპიონთა თასი - „მილანი“-„ბარსელონა“ 1:0 [ვიდეო]
საერთაშორისო ჩემპიონთა თასი - „მილანი“-„ბარსელონა“ 1:0 [ვიდეო]

„რეალისგან“ განსხვავებით, საერთაშორისო ჩემპიონთა თასის მორიგ სათამაშო დღეს წააგო მეორე ესპანურმა გრანდმა „ბარსელონამ“. სანტა კლარაში 51 ათასი მაყურებლის თანდასწრებით, „მილანმა“ კატალონიური გუნდი 1:0 დაამარცხა.

ერთადერთი გოლი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ანდრე სილვამ გაიტანა.

გუნდებმა ასეთი შემადგენლობებით ითამაშეს:

„მილანი“: ჯ. დონარუმა, როდრიგესი (აბატე, 61), მუსაჩო (საპატა, 79), რომანიოლი, კალაბრია (ანტონელი, 61), კესიე, ლოკატელი (ჰალილოვიჩი, 61), ჰაქან ჩალჰანოგლუ, კუტრონე (ანდრე სილვა, 61), ბორინი (მაური, 61), სუსო (ბონავენტურა, 79).

„ბარსელონა“: სილესენი (ტერ-შტეგენი, 46), სემედუ, მარლონი (რუისი, 77), მირანდა, ლანლე, არტური, რაფინია (მინგესა, 77), სერხი რობერტო, მალკომი, ელ-ჰადადი, პაკო ალკასერი (პუიგი, 46).

„ბარსელონამაც“ და „მილანმაც“ დაასრულეს გამოსვლა საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე – ესპანურმა კლუბმა სამიდან სამი მატჩი წააგო, „მილანმა“ – სამიდან ორი.