საერთაშორისო ჩემპიონთა თასი - „მანჩესტერ სიტი“ - „დორტმუნდი“ 0:1
საერთაშორისო ჩემპიონთა თასი - „მანჩესტერ სიტი“ - „დორტმუნდი“ 0:1

ჩიკაგოში, Soldier Field-ის სტადიონზე საერთაშორისო ჩემპიონთა თასის (International Champions Cup) რანგში პირველი ამხანაგური მატჩი გაიმართა.

ინგლისის ჩემპიონი „მანჩესტერ სიტი“ ახალგაზრდული შემადგენლობით „დორტმუნდს“ დაუპირისპირდა. თამაშის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც მარიო გიოტცემ 28-ე წუთზე პენალტით გაიტანა. 11-მეტრიანი მას შემდეგ დაინიშნა, რაც ალექსანდრ ზინჩენკომ კრისტიან პულიშიჩზე თამაშის წესი დაარღვია.
„დორტმუნდმა“ 1:0 გაიმარჯვა.

გუნდებმა ასეთი შემადგენლობებით ითამაშეს:
მანჩესტერ სიტი: ბრავო (ჰარტი, 46), ზინჩენკო, ერიკ გარსია, დენაიერი (ჰემფრიზი, 67), დუგლას ლუისი (სანე, 73), ფოდენი (გარე, 73), მაჰრეზი (რობერტსი, 73), ჰარისონი, დიასი (დელე-ბაშირუ, 66), ბოლტონი, ნმეჩა (ზუბდი, 73).
დორტმუნდი: ჰიტცი, ზაგადუ (დიკმანი, 46), თოფრაქი (დიალო, 46), შმელცერი (ფილიპი, 46), ბოკჰორნი (ტოლიანი, 46), როდე (სერხიო გომესი, 46), გიოტცე (დაუდი, 46), პულიშიჩი (პიპერი, 46), ბურნიჩი (შაჰინი, 46), ლარსენი (სანჩო, 46), ისკაი (ვოლფი, 46).