საერთაშორისო ჩემპიონთა თასი - „მანჩესტერ სიტი“-„ბაიერნი“ 3:2
საერთაშორისო ჩემპიონთა თასი - „მანჩესტერ სიტი“-„ბაიერნი“ 3:2

მაიამიში საერთაშორისო ჩემპიონთა თასის მორიგ მატჩში ინგლისის ჩემპიონმა „მანჩესტერ სიტიმ“ „ბაიერნი“ დაამარცხა, არადა, გერმანული კლუბი პირველ ტაიმში 2:0-ს იგებდა მერიტან შაბანისა და არიენ რობენის გოლებით. ამის შემდეგ, „სიტიმ“ სამჯერ შეძლო სვენ ულრაიხის კარის აღება – დუბლი შეასრულა ბერნარდო სილვამ, ერთი გოლი ლუკას ნმეჩამ გაიტანა და პეპ გვარდიოლას გუნდმა 3:2 მოიგო.

გუნდებმა ასეთი შემადგენლობებით ითამაშეს:

„ბაიერნი“: ულრაიხი, რაფინია (გნაბრი, 46), ალაბა, მაიერი, რიჩარდსი, რობენი, რიბერი (ჟილა, 85), კომანი, შაბანი, ვილი (იოჰანსონი, 75), ვაგნერი (ზირკზე, 75).

„მანჩესტერ სიტი“: ბრავო, ლაპორტი (გომესი, 67), ჰემფრიზი, გარსია, ზინჩენკო, დიასი (ჰარისონი, 67), ფოდენი (გარე, 85), დუგლას ლუისი, მაჰრეზი (ბერნარდო სილვა, 28), ნმეჩა, ბოლტონი (ბერნაბე, 66).

„სიტიმ“ საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე მესამე მატჩი ჩაატარა და პირველად მოიგო.