საერთაშორისო ჩემპიონთა თასი - მანჩესტერ იუნაიტედი-რეალი 2:1
საერთაშორისო ჩემპიონთა თასი - მანჩესტერ იუნაიტედი-რეალი 2:1

მაიამიში “ჰარდ როკის” სტადიონზე საერთაშორისო ჩემპიონთა თასის მორიგ მატჩში “მანჩესტერ იუნაიტედმა” 2:1 მოუგო ჩემპიონთა ლიგის მოქმედ ჩემპიონს, მადრიდის “რეალს”.

შეხვედრის დებიუტში გაიბრწყინა ალექსის სანჩესმა, რომელმაც მე-18 წუთზე გახსნა ანგარიში, 27-ე წუთზე კი მისი პასით ანდერ ერერამ გაიტანა და “მანჩესტერი” 2:0 დაწინაურდა. ამას “რეალმა” პირველ ტაიმში ქარიმ ბენზემას გოლით უპასუხა. ამის შემდეგ, ანგარიში აღარ შეცვლილა.

გუნდებმა ასეთი შემადგენლობებით ითამაშეს:
მანჩესტერი: დე ხეა, დარმიანი, შოუ, ბაი, ფოსუ-მენსა, მატა (გარნერი, 82), ერერა, პერეირა, ფრედი (ტუანზებე, 68), მაკტომინეი (მიტჩელი, 79), სანჩესი.
რეალი: კასილია (ლუნინი, 46), ერნანდესი (რეგილონი, 46), ვალიეხო (ნაჩო, 77), ოდრიოსოლა (ლოპესი, 62), სანჩესი, ლორენტე (ასენსიო, 77), სებალიოსი (რაულ დე ტომასი, 62), ვალვერდე (ისკო, 77), ბენზემა (მაიორალი, 46), ბეილი (ედეგორი, 46/კროოსი, 77), ვინისიუსი (ოსკარ როდრიგესი, 62).
“მანჩესტერ იუნაიტედისთვის” ეს მესამე მატჩი და მეორე მოგება იყო საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე, “რეალმა” კი პირველი მატჩი ჩაატარა.