ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ პასადენაში დღის მეხუთე მატჩი გაიმართა საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე (International Champions Cup). „მანჩესტერ იუნაიტედმა“ და „მილანმა“ ძირითად დროში ფრედ 1:1 ითამაშეს, პენალტების სერიაში კი ინგლისურმა კლუბმა 9:8 მოიგო.
მე-12 წუთზე „მანჩესტერი“ წინ გაიყვანა ალექსის სანჩესმა. სამ წუთში თანაფარდობა აღადგინა სუსომ.
რაც შეეხება პენალტების სერიას, გუნდებმა ჯამში 26 დარტყმა შეასრულეს. „მანჩესტერის“ მეკარემ ჟოელ პერეირამ 5 პენალტი მოიგერია, „მილანის“ კარის დარაჯმა რეინამ – ოთხი.
გუნდებმა ასეთი შემადგენლობებით ითამაშეს:
„მილანი“: დონარუმა (რეინა, 61), აბატე (ანტონელი, 61), ბონუჩი (რომანიოლი, 46), მუსაჩო, კალაბრია, ბერტოლაჩი (ბორინი, 46), ლოკატელი (მაური, 60), კესიე, სუსო, ჰაქან ჩალჰანოგლუ, კუტრონე (კალინიჩი, 75).
„მანჩესტერ იუნაიტედი“: გრანტი (ჟოელ პერეირა, 46), დარმიანი, სმოლინგი, შოუ (ფოსუ-მენსა, 74), ბაი, ტუანზებე, ხუან მატა (ჰემილტონი, 89), ერერა, პერეირა, მაკტომინეი, სანჩესი.