საერთაშორისო ჩემპიონთა თასი - „მანჩესტერ იუნაიტედი“ 1-0 „ინტერი“ (ვიდეო)
საერთაშორისო ჩემპიონთა თასის რანგში მესამე მატჩი გაიმართა სინგაპურში. „მანჩესტერ იუნაიტედმა“ 1:0 დაამარცხა „ინტერი“.
ერთადერთი გოლი 76-ე წუთზე მეისონ გრინუდმა გაიტანა.
გუნდებმა ასეთი შემადგენლობებით ითამაშეს:
მანჩესტერი: დე ხეა (62. რომერო), ლინდელოფი (57. ჯონსი), შოუ (62. დალოტი), ტუანზებე (63. იანგი), ვან-ბისაკა (63. ბეი), მატიჩი (63. ხუან მატა), პოგბა (62. პერეირა), ლინგარდი (63. მაკტომინეი), ჯეიმსი (63. ფრედი), მარსიალი (63. გრინვუდი), რეშფორდი (63. ჩონი/90+2. გომესი).
ინტერი: ჰანდანოვიჩი, დე ვრეი (73. რანოკია), დ’ამბროზიო, შკრინიარი, დალბერტი (73. პიროლა), კანდრევა, ბროზოვიჩი (83. ვალერო), გალიარდინი (73. ჟოაო მარიო), სენსი (73. ბარელა), ლონგო (46. პერიშიჩი), ესპოზიტო (83. კოლიდიო).
საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე შემდეგ მატჩს „ინტერი“ 24 ივლისს, ნანკინში ჩაატარებს „იუვენტუსის“ წინააღმდეგ, „მანჩესტერ იუნაიტედი“ 25 ივლისს, შანხაიში შეხვდება „ტოტენჰემს“.