საერთაშორისო ჩემპიონთა თასი - „ლივერპული“-„მანჩესტერ იუნაიტედი“ 4:1 [ვიდეო]
საერთაშორისო ჩემპიონთა თასი - „ლივერპული“-„მანჩესტერ იუნაიტედი“ 4:1 [ვიდეო]

საერთაშორისო ჩემპიონთა თასის წინასასეზონო ტურნირზე „ლივერპულმა“ მეორე მანჩესტერული გუნდი დაამარცხა. იურგენ კლოპის გუნდმა 4:1 გაანადგურა ჟოზე მოურინიოს „მანჩესტერ იუნაიტედი“.

სადებიუტო გოლი „ლივერპულის“ რიგებში სერდან შაჩირიმ გაიტანა. მის გარდა, თავი გამოიჩინეს სადიო მანემ (პენალტით), დანიელ სტარიჯმა და ოლუვასეი ოჯომ. „მანჩესტერიდან“ ერთადერთი გოლი ანდრეას პერეირამ გაიტანა.

გუნდებმა ასეთი შემადგენლობებით ითამაშეს:

„მანჩესტერ იუნაიტედი“: გრანტი (ჟოელ პერეირა, 46), დარმიანი, ფოსუ-მენსა, სმოლინგი, ტუანზებე (უილიამსი, 81), მიტჩელი (ჩონგი, 71), პერეირა, მაკტომინეი, მატა (ფრედი, 71), ერერა (ბოუი, 81), სანჩესი (გომეში, 81).

„ლივერპული“: გრაბარა (კელეჰერი, 46), კლავანი (ფილიპსი, 46), მორენო (ჯონსი, 65), ვან დიიკი (გომესი, 65), ლალანა (ვუდბერნი, 46), ფაბინიო (რობერტსონი, 65), მილნერი (ჩირიველია, 65), კამაჩო (გრუიჩი, 65), სალაჰი (შაჩირი, 46), მანე (ოჯო, 46), სოლანკე (სტარიჯი, 65).

შეგახსენებთ, რომ მანამდე „ლივერპულმა“ 2:1 მოუგო „მანჩესტერ სიტის“.