საერთაშორისო ჩემპიონთა თასი - „ჩელსი“-„ინტერი“ 1:1
საერთაშორისო ჩემპიონთა თასი - „ჩელსი“-„ინტერი“ 1:1

საერთაშორისო ჩემპიონთა თასის კიდევ ერთ მატჩში გახდა საჭირო პენალტების სერიის შესრულება. საფრანგეთის ქალაქ ნიცაში „ჩელსიმ“ და „ინტერმა“  ძირითად დროში 1:1 ითამაშეს, 11-მეტრიანებში კი ლონდონურმა კლუბმა 5:4 მოიგო.

„ჩელსიმ“ ფორვარდ პედრო როდრიგესის გოლის წყალობით ანგარიში მე-8 წუთზე გახსნა. „ინტერმა“ მეორე ტაიმში შეძლო გათანაბრება – თავი გამოიჩინა ნახევარმცველმა რობერტო გალიარდინიმ.

პენალტების სერიაში „ჩელსიმ“ ხუთივე 11-მეტრიანი გამოიყენა, „ინტერში“ კი ერთი დარტყმა გააფუჭა მილან შკრინიარმა.

გუნდებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშეს:

„ჩელსი“: ბულკა (კაბალიერო, 46), ძაპაკოსტა (ასპილიკუეტა, 46), დავიდ ლუიში (რუდიგერი, 65), ამპადუ (კრისტენსენი, 65), ალონსო (ემერსონი, 64), ჟორჟინიო, ფაბრეგასი (დრინკუოტერი, 46), ბარკლი (ბაკაიოკო, 46), პედრო (მოუზესი, 65), ჰადსონ-ოდოი (პიაზონი, 83), მორატა (აბრაჰამი, 65).

„ინტერი“: ჰანდანოვიჩი, დ`ამბროზიო, შკრინიარი, დე ფრაი (რანოკია, 65), დალბერტი (სალსედო მორა, 83), კანდრევა (კარამო, 65), გალიარდინი, ემერსი (მარტინესი, 46), პოლიტანო (ცაპა, 83), ასამოა, იკარდი (რორიჩი, 65).

ორივე გუნდისთვის ეს პირველი მატჩი იყო ტურნირზე. შემდეგ შეხვედრაში „ჩელსი“ „არსენალთან“ ითამაშებს, „ინტერი“ „ლიონს“ შეხვდება. მატჩები პირველ და 4 აგვისტოს გაიმართება.