საერთაშორისო ჩემპიონთა თასი - „არსენალი“-„პსჟ“ 5:1
საერთაშორისო ჩემპიონთა თასი - „არსენალი“-„პსჟ“ 5:1

საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე მორიგი მატჩი გაიმართა. სინგაპურში ლონდონის „არსენალმა“ „პარი სენ-ჟერმენი“ გაანადგურა 5:1.

მე-60 წუთამდე „არსენალი“ 1:0-ს იგებდა მესუთ იოზილის გოლით. ამის შემდეგ, ნკუნკუმ პენალტით გაათანაბრა ანგარიში. დარჩენილ ნახევარ საათში ლაკაზეტმა ოთხ წუთში დუბლი შეასრულა, თითო გოლი

ჰოლდინგმა და ნკეტიამ გაიტანეს და ანგარიში 5:1 გახადეს.

აღვნიშნავთ, რომ „არსენალის“ მთავარი მწვრთნელი უნაი ემერი გასულ წელს „პარი სენ-ჟერმენის“ დამრიგებელი იყო.

გუნდებმა ასეთი შემადგენლობებით ითამაშეს:

„არსენალი“: ლენო (მარტინესი, 46), ბელერინი, პაპასტატოპულოსი (ჰოლდინგი, 64), მუსტაფი (ჩემბერსი, 64), კოლაშინაცი (უილოკი, 74), მხითარიანი (ნკეტია, 64), ჰენდუზი (მეიტლანდ-ნაილსი, 74), ელ-ნენი (რემზი, 46), იოზილი (სმიტ-როუ, 64), ივობი (ლაკაზეტი, 46), ობამეიანგი (ნელსონი, 64).

„პსჟ“: ბუფონი (სიბუა, 73), დიარა (ფრესანჟი, 79), მბე სო (ზაგრი, 73), რიმანი (სისაკო, 73), ჟორჟენი, ბერნედი, რაბიო (ლო სელსო, 68), ნკუნკუ (ბაებეკი, 68), ნსოკი, ტუფიკი, ვეა (პოსტოლაკი, 79).

ეს „არსენალის“ პირველი მოგება იყო საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე. მანამდე, ლონდონელებმა პენალტების სერიაში წააგეს „ატლეტიკოსთან“.

„პსჟ“ ზედიზედ მეორე მატჩში დამარცხდა. მანამდე, თომას ტუხელის გუნდს „ბაიერნმა“ 3:1 მოუგო.