საერთაშორისო ატომური სააგენტოს გენერალური დირექტორი - ირანის ბირთვულ მოლაპარაკებებზე პროგრესის მიღწევა ვერ მოხერხდა
საერთაშორისო ატომური სააგენტოს გენერალური დირექტორი - ირანის ბირთვულ მოლაპარაკებებზე პროგრესის მიღწევა ვერ მოხერხდა

ირანის ბირთვულ მოლაპარაკებებზე პროგრესის მიღწევა ვერ მოხერხდა, – ამის შესახებ საერთაშორისო ატომური სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, რაფაელ გროსიმ განაცხადა.

მისი თქმით, ირანელ მაღალჩინოსნებთან გამართული შეხვედრა „ინტენსიური იყო, თუმცა მხარეებმა სადავო საკითხებზე შეთანხმებამდე მისვლა ვერ შეძლეს“. ირანის წარმომადგენლის განცხადებით, მხარეები კონსულტაციების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

საერთაშორისო ატომური სააგენტო თეირანს ბირთვულ ობიექტებზე დაშვებას სთხოვს. რამდენიმე თვის წინ, სააგენტოს ინსპექტორებმა ორ ბირთვულ ობიექტზე, სადაც ხელისუფლება მათ შესვლის ნებას დიდხანს არ რთავდა, ურანის ნაწილაკები აღმოაჩინეს. სააგენტო ასევე მოითხოვს, ცენტრფუგებთან აღდგეს სამეთვალყურეო კამერების ფუნქციონირება.