საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს ხელმძღვანელი - ირანის ქალაქ ნათანზის ბირთვული ობიექტი, რომელშიც ურანის გამდიდრება ხდებოდა, განადგურებულია
საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს ხელმძღვანელი - ირანის ქალაქ ნათანზის ბირთვული ობიექტი, რომელშიც ურანის გამდიდრება ხდებოდა, განადგურებულია

საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს ხელმძღვანელის, რაფაელ გროსის თქმით, ირანის ქალაქ ნათანზის ბირთვული ობიექტი, რომელშიც ურანის გამდიდრება ხდებოდა, განადგურებულია.

მისი თქმით, ამავე დროს უცვლელია რადიოაქტივობის დონე, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ გარე რადიოლოგიური ზემოქმედება არ მომხდარა.

„ნატანზში ბირთვული საწვავის გამდიდრების საპილოტე მიწისზედა ობიექტი, სადაც ირანი ურანის 60%-მდე გამდიდრებას აწარმოებდა, განადგურებულია. ასევე განადგურებულია ელექტრო ინფრასტრუქტურა და მისმა გათიშვამ შესაძლოა, დააზიანა ცენტრიფუგები. თუმცა, უცვლელია რადიოაქტივობის დონე, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ გარე რადიოლოგიური ზემოქმედება არ მომხდარა. ამჟამად ირანის ხელისუფლება გვატყობინებს თავდასხმების შესახებ ორ სხვა დაწესებულებაზე, კერძოდ, ფორდოს საწვავის გამდიდრების ქარხანასა და ისპაანზე. ამ დროისთვის ჩვენ არ გვაქვს საკმარისი ინფორმაცია, გარდა მინიშნებისა, რომ სამხედრო მოქმედებები ამ ობიექტების გარშემო მიმდინარეობს, რომლებიც თავდაპირველად არ ყოფილა სამხედრო ოპერაციის ნაწილი. თუმცა, ახლა მაქვს საკმარისი ინფორმაცია, რომ განვაცხადო, ეს ობიექტები ასევე იწვევს შეშფოთებას“, – განაცხადა რაფაელ გროსიმ.