„საერთაშორისო ამნისტია“ - ირანში ქურდობისთვის პირს თითები მოაჭრეს
„საერთაშორისო ამნისტია“ - ირანში ქურდობისთვის პირს თითები მოაჭრეს

„საერთაშორისო ამნისტიის“ ინფორმაციით, ირანში ქურდობისთვის პირს თითები მოაჭრეს.

საერთაშორისო ფულებადამცველი ორგანიზაცია იუწყება, რომ აღნიშნული ფაქტი ირანის ისლამური რესპუბლიკის ჩრდილოეთში მდებარე მაზანდარანის პროვინციაში მოხდა.

„საერთაშორისო ამნისტიის“ ცნობით, მამაკაცი ქურდობასთან დაკავშირებულ 28 სხვადასხვა საქმეში იყო დამნაშავე და სასჯელს პროვინციის ერთ-ერთ ციხეში იხდიდა.

ადგილობრივი გამოცემების მიხედვით, დამნაშავის წინააღმდეგ განაჩენი მაზანდარანის პროვინციის ადმინისტრაციულ ცენტრში 23 ოქტომბერს გამოიტანეს.

ირანის ისლამური კოდექსის მიხედვით, პირველი ქურდობის დროს დამნაშავეებს მარჯვენა ხელის ოთხ თითს აჭრიან. საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების პროტესტის მიუხედავად ირანის ისლამური რესპუბლიკა აცხადებს, რომ თითების ამპუტაცია ქურდის გამოსასწორებლად და დანაშაულის ხელმეორედ ჩადენისგან თავის ასარიდებლად საუკეთესო საშუალებაა. ამის მიუხედავად, მსგავსი ცნობები იშვიათად ვრცელდება.

ბოლო გახმაურებული შემთხვევა 2018 წელს მოხდა, როდესაც ირანის ისლამურ რესპუბლიკაში 34 წლის მამაკაცს ცხვრის მოპარვის გამო მარჯვენა ხელი მოაჭრეს.

დასჯის მსგავსი მეთოდები მოქმედებს საუდის არაბეთში, ნიგერიასა და სომალიშიც.

დატოვე კომენტარი